ხშირად დასმული შეკითხვები

 

- როდის ტარდება კურსები და რამდენ ხანს გრძელდება?

საბაზისო მომზადების კურსები ტარდება გაზაფხულზე და შემოდგომით. კურსი გრძელდება დაახლ. 2,5 თვე. მომდევნო კურსი თბილისში დაიწყება 2017 წლის 17 სექტემბერს.

 

- როგორია კურსის სტანდარტული სასწავლო დღე?

მეთაურები და ახალწვეულები იკრიბებიან წინასწარ დათქმულ დროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ან თავდაცვის სამინისტროს მანქანებით) გადაადგილდებიან სწავლების ჩატარების ადგილისკენ, რომელიც დაახლ. 2 კილომეტრით არის დაშორებული გზას. ადგილზე ტარდება თეორიული მომზადება, რასაც მოჰყვება პრაქტიკული სწავლება. გასვლა სრულდება დაახ. 16-17:00 სთ-ზე. თუ ახალწვეულს გადაუდებელი საქმე აქვს, შეუძლია დატოვოს სწავლება.

 

- არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

საბაზისო მომზადების კურსის გავლა შეუძლიათ 15-21 წლის ახალგაზრდებს. იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში დაიშვებიან 14 და 22 წლის ახალგაზრდებიც.

ლეგიონის აქტიობებში მონაწილეობის მიღება 12 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი, ხოლო კურსგავლილს შეუძლია ცხოვრების ბოლომდე დარჩეს ორგანიზაციაში.

 

- გაიცემა თუ არა ეკიპირება?

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მფარველობამ შესაძლებელი გახადა აღკაზმულობის გარკვეული რაოდენობით შეძენა. შეძლებისდაგვარად გაიცემა იარაღის მულაჟი, ზურგჩანთა, საწვიმარი და ქვეშსაგები/პარალონი, რომლებიც დროებით სარგებლობაში შეიძლება გადაეცეთ ახალწვეულებს. ვისაც აქვს სტრაიკბოლის სათამაშო იარაღი, შეუძლია თან წამოიღოს გასვლებზე გამორთულ მდგომარეობაში.

 

- რა უნდა ვიქონიოთ თან გასვლაზე?

კურსის განმავლობაში სამხედრო ფორმის ტარება სავალდებულო არაა. სასურველია თუ ახალწვეული თან იქონიებს შემდეგ ნივთებს: ქუდი, სამხედრო ფორმა (ან მუქი ფერის ტანსაცმელი), ზურგჩანთა (საკვების, წყლის და სათადარიგო ნივთების ჩასალაგებლად), საწვიმარი, სამხედრო ჩექმა (ან სქელძირიანი კედი/ბოტასი). ასევე თან უნდა ჰქონდეს საკვების და წყლის მარაგი.

 

- არიან თუ არა კურსზე გოგოები?

დიახ. კურსზე ყოველთვის არის რამდენიმე გოგონა, მათ შორის ათმეთაურებიც.

 

- გაქვთ თუ არა ფილიალები რეგიონებში?

ლეგიონის ძირითადი მიზანი რაოდენობრივი გაზრდა და რეგიონებში გაშლაა. 2016 წლიდან არსებობს გორის ფილიალი, რომელიც რეგულარულად ატარებს სწავლებებს. წელს დავიწყეთ საბაზისო კურსი ახალციხეში..

თუ შესაბამისი დაფინანსება გვექნება, 2018 წელს შესაძლებელია სხვა რეგიონების გააქტიურებაც, ლეგიონს აქვს შესაბამისი გამოცდილება და რაოდენობა. არ გვაქვს მხოლოდ რეგიონებში გასაშლელად აუცილებელი ფინანსები.

 

- რას აკეთებენ კურსდამთავრებულები?

ლეგიონერების ნაწილს აქვს სურვილი იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში, ნაწილი სამოქალაქოდ დარჩება, მაგრამ არ დაიბნევა ექსტრემალურ სიტუაციაში და გადარჩენის მეტი შანსი ექნება, ვიდრე მოუმზადებელ მოქალაქეს, ნაწილი კი ლეგიონში რჩება და სხვას უზიარებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას.

თუ შეიარაღებულ ძალებს დაემატება ტერიტორიული დაცვის ძალების მოხალისეთა სარეზერვო კომპონენტი, ლეგიონერების დიდი ნაწილი მზადაა იქ ჩასაწერად.

კურსის გავლა არ წარმოშობს ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე.

 

- ვინ გაფინანსებთ?

ლეგიონის ყველა ხარჯს ვიღებდით სამეთაურო შემადგენლობა და გვეხმარებოდნენ ცალკეული მოქალაქეები, ვისაც რით შეეძლო. 2015 წლის დეკემბრიდან ლეგიონი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟის ქვეშაა და სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 15.000 ლარით. 2016 წელს "8 თვიანი პროექტის" მოცულობმა შეადგინა 30.000 ლარი. 2017 წელს "სტანდარტიზაციის პროგრამისთვის" გამოყოფილია 35.000 ლარი. ეროვნული გვარდია გვეხმარება შორ მანძილზე ტრანსპორტირებაში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 

ლეგიონი არ ფინანსდება უცხოური ორგანიზაციების გრანტებით.

 

- ფოტოებზე იარაღი ჩანს და რა ტიპისაა?

სწავლებებში გამოიყენება იარაღის პლასტმასის მოდელები, რომლებიც თავისუფლად იყიდება თბილისის სათამაშოების მაღაზიებში. ლეგიონს არ გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღი და იცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა რეგულაციას. სროლის სწავლების დროს გამოიყენება პნევმატური შაშხანები ე.წ. „კისტის თოფები“.

სრულყოფილი საცეცხლე მომზადების ჩატარება მხოლოდ ძალოვან სტრუქტურას შეუძლია.

 

- როგორია ფიზიკური დატვირთვები?
მსუბუქი და საშუალო დონის, საბაზისო მომზადების დროს ახალწვეულებს 5-12 კმ-ს ფეხით გავლა უწევთ. ლეგიონში აქცენტი კეთდება განათლების მიღებაზე და დროს არ ვკარგავთ ფეხით ხანგრძლივ გადაადგილებაზე. საკუთარ ფიზიკურ მომზადებაზე თავად ლეგიონერმა უნდა იზრუნოს ყოველდღიური რეჟიმის დროს.

 


 

ინფორმაცია

ლეგიონი წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს (საიდინტეფიკაციო ნომერი 405042403), რომელიც იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ და გაფორმებული აქვს მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან (ეროვნული გვარდია).   

კონტაქტი

 

 


საავტორო უფლება © გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი