დაწყებითი სამხედრო და საექსპედიციო მომზადების კურსი

17 სექტემბერი, 2017 წ. თბილისი

 

კურსს ატარებენ გამოცდილი ოფიცრები, მილიტარისტი მოხალისეები და მოლაშქრეები, რომლებსაც ამ ტიპის აქტიობების და სწავლებების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვთ, დაწყებული 2007 წლიდან.

 

სამხედრო-საექსპედიციო მომზადების კურსის „ღია კარის დღე“ ჩატარდება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. ღონისძიებას დაესწრებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც უნდა გაიარონ აღნიშნული კურსი! ღია კარის დღეზე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ლეგიონზე, კურსზე და წესდებაზე.

კურსზე მოხვედრის მსურველებმა უნდა გადმოიწეროთ კანდიდატის ანკეტა, შეავსებინოთ მშობლებს (არასრულწლოვნებმა) და კურსის დაწყების წინ დაგიკავშირდებით მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, რა დროსაც შეიტყობთ ღია კარის ჩატარების საათს და შეკრების ადგილის.

 

ახალწვეულების ასაკი: 15-21 წელი. დაიშვებიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონებიც.

კურსის დასაწყისი თბილისში: 17 სექტემბერი (კვირა)
ხანგრძლიობა: 2,5 თვე (დაახლ. 12 შეკრება)
ღირებულება: უფასო

დრო და ადგილი: შეკრებები ტარდება დასახლებულ პუნქტთან ახლოს (მაგ.: ლისის ტბის ზეგანი) და უმეტესობა სრულდება 16:00-სთ-სთვის, რათა ახალგაზრდებს ხელი არ შეეშალოთ სწავლაში. სასწავლო დღის საშუალო ხანგრძლიობა 6 საათია.

რაოდენობა: 70 ახალწვეული

გადაადგილება: შედარებით შორ მანძილებზე გადაადგილებას უზრუნველყოფს ეროვნული გვარდია

კვება: ახალწვეულებმა თავად უნდა წამოიღონ საკვები და წყალი

ფიზიკური მდგომარეობა: ახალწვეული უნდა იყოს ჯანმრთელი და შეეძლოს მინ. 10 კილომეტრის (2 საათი სიარული) გავლა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები მოცემულია ანკეტაში.

 

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ახალწვეულს გადაეცემა სერტიფიკატი და სურვილის შემთხვევაში გახდება ლეგიონერი. კურსის წარმატებით დასრულება არ წარმოშობს ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე.

იხილეთ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

 

გთხოვთ შეავსოთ ანკეტა და გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: legionerebi@gmail.com

 

ანკეტის გადმოსაწერი ბმული: გადმოიწერეთ კანდიდატის ანკეტა

 

ანკეტაში არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციის  შეტანის შემთხვევაში ახალწვეული დაუყოვნებლივ გაირიცხება კურსიდან!

 

ლეგიონის ოფიციალური გვერდი FB-ზე:
www.facebook.com/legionerebi

 

კურსის სასწავლო თემატიკა

 

ღია კარის დღე და ლეგიონის წესების გაცნობა

საექსპედიციო მომზადება და თვითგადარჩენა

ინდივიდუალური შენიღბვა

უსაფრთხოება და სროლა

ინდივიდუალური და ჯგუფური გადაადგილება

დანაყოფის განლაგება და გუშაგის ამოცანები

რეაქცია მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის გახსნაზე

ბრძოლის ველზე დაკვირვება და დაზვერვა

ელემენტარული ჩასაფრების მოწყობა

ტოპოგრაფია, კოორდინატები და ორიენტირება

სამოყვარულო რაციის გაცნობა

სამთო მომზადება

პირველი დახმარება

 

აღნიშნული კურსი გაიარა 200-მდე ახალგაზრდამ და არ დაფიქსირებულა დაზიანების, ან ჩხუბის არცერთი შემთხვევა. ლეგიონის აქტიობები გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სპორტის ბევრი სახეობა.

 

- 2016 წლის საგაზაფხულო კურსის ღია კარის დღის სლაიდი (2,74 MB)


 

ინფორმაცია

ლეგიონი წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს (საიდინტეფიკაციო ნომერი 405042403), რომელიც იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ და გაფორმებული აქვს მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან (ეროვნული გვარდია და კიბერუსაფრთხოების ბიურო).   

კონტაქტი

 

 


საავტორო უფლება © გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი