ლეიტენანტი შალვა გიგინეიშვილი (? – 02.07.1920)

1920 წლის 31 ივლისს ადიგენის რაიონის სოფელ მლაშიდან გოდერძის უღელტეხილისკენ დაიძრნენ არმიის IV ბატალიონის მეწინავე რაზმები, რომლებსაც უნდა დაეკავებინათ საწყისი პოზიცია გოდერძის უღელეტეხილთან. ოპერაცია აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის ფარგლებში დაიგეგმა. 2… Read more »

სომეხი ტყვეები 1918 წლის ომის დროს

სომხეთ-საქართველოს ომის დროს რამდენიმე ათასი სომეხი დაატყვევეს და დააპატიმრეს ანტსახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო. ტყვეების ძირითადი მასა იგზავნებოდა ქუთაისში, 3 იანვრის მდგომარეობით ქალაქში 1.610 სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებსაც საერთაშორისო კანონების სრული დაცვით… Read more »

მაზნიაშვილის ოპერაცია ტუაპსეს ჩრდილოეთით

1918 წლის ზაფხულში გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს დაევალა აფხაზეთის გაწმენდა აჯანყებული კომუნისტებისგან, სახალხო გვარდიის და არმიის დანაყოფებმა ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. რუსეთის იმპერიის მაიკოპ-ტუაპსე-სოჭის ზონა კომუნისტურმა ანარქიამ მოიცვა, უკუქცეულები სოჭის ოლქში… Read more »

სახალხო გვარდია და სოფლის მეურნეობა

სახალხო გვარდიაში არსებობდა სასოფლო-სამეურნეო განყოფილება, რომელმაც 1919 წლის 17 ოქტომბრიდან გარდაბნის რაიონში აიღო სახნავ-სათესი მიწის ფართი და მიუხედავად მძიმე პირობებისა მოიყვანა მოსავალი (ხორბალი, ქერი, ბოსტნეული) და აამუშავა ფერმა, პროდუქცია ნაწილდებოდა… Read more »

პეტრე ლაღიძე (1874? – 06.03.1919) – ს. ხაშმის სახალხო გვარდიის მეთაური

სახალხო გვარდიის გარეკახეთის ბატალიონის (შტაბი: საგარეჯო) ხაშმის რაზმის მეთაური პეტრე ლაღიძე გმირულად დაიღუპა 1919 წლის 6 მარტს ისლამისტებთან ბრძოლაში ახალციხის მიმართულებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს სერვერ ბეგის ამბოხებულების და… Read more »

ქართული კორპუსის მობილიზაცია 8-10.04.1918 წ

უცნობი მგზავრი აღწერს ქართული კორპუსის მობილიზაციის პროცესს 1918 წლის 8-10 აპრილს კასპის, ხაშურის და ბორჯომის სარკინიგზო სადგურებზე. აღწერილია ჯარისკაცების განწყობა, აღკაზმულობა და მოტივაცია. ჯარისკაცები მიემართებოდნენ გურიის და მესხეთის ფრონტებზე, სადაც… Read more »

ილია გაგნიძე (1899? – 11.05.1918)

ქართული კორპუსის VII პოლკის სადაზვერვო რაზმის ჯარისკაცი ილია გაგნიძე მონაწილეობდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში არდაგანის ფრონტზე, სადაც თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა ჯარისკაცმა. მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში 1918 წლის 11 მაისს თბილისში. წყარო:… Read more »