შეიარაღება

1918-1921 წლების შეიარაღებული ძალების შეიარაღების და ტექნიკის ყველზე გავრცელებული ერთეულები

შაშხანები

მოსინის შაშხანა (რუსეთი. კალიბრი: 7.62X54). ქვეითის ძირითადი იარაღი. რაოდენობა: დაახ. 50-55.000

ლი-ენფილდი (ბრიტანეთი. კალიბრი: 7.7X56). ასევე კანადური Ross Rifle -ები, 1920 წლის სომხეთის ტრანზიტის წილიდან. რაოდენობა უცნობია. 1921 წლის ომში ინგლისური შაშხანებით აიარაღებდნენ მობილიზაციით გაწვეულების ნაწილს. 1921 წლის თებრვალში ტაბახმელას N4 სანგართან გასროლილი მასრების თითქმის ნახევარი ამ კალიბრის აღმოჩნდა. მე-7-ე ბატალიონის 250 მოხალისე Ross Rifle -ით შეაიარაღეს, ქვედანაყოფი იდგა ფონიჭალას სიმაღლეებზე (იხ. მოხალისე ღამბაშიძის მოგონებები).

ვეტერლი (შვეიცარია-იტალია. კალიბრი: 10.35X47). 1917 წლის შემოდგომით ამ შაშხანებით შეიარაღდა სახალხო გვარდიის პირველი დანაყოფი თბილისში, თუმცა მოსინების შოვნის შემდეგ აღარ გამოიყენებოდა მასიურად. რაოდენობა: რამდენიმე ასეული. იარაღის დეფიციტის გამო რუსეთის იმპერიამ ამ იარაღის მცირე პარტია შეიძინა სასწავლო და ზურგის ნაწილებისთვის.

ტყვიამფრქვევები

1910 წ. მოდ. მაქსიმის დაზგის ტყვიამფრქვევი (რუსეთი). რაოდენობა: რამდენიმე ასეული

ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი ლუისი (ბრიტანეთი). რაოდენობა: დაახლ. 250.

ტანკები

MK V (ბრიტანეთი); რაოდენობა: 2; ვიდეო | დეტალური ინფორმაცია ქართულ ტანკებზე

ჯავშანმანქანები

ოსტინი (რამდენიმე). სახელი: “სამშობლო”, “გლეხი”, “ინტერნაციონალი” და “ბრძოლა”. გარფორდი (1 ერთეული) სახელად “პროლეტარი”. ნაპიერი (1 ერთეული), სახელად “საქართველო” და ბალოკ-ლომბარდი (1-2 ერთეული). ჯამში 10-მდე ჯავშანმანქანა.

ჯავშანმატარებლები

თბილისის რკინიგზის სახელოსნოების ჯავშანმატარებლები. სულ დამზადდა 7 ერთეული. აქედან 3 დაიკარგა 1918 წელს სომხეთთან ომში. 1920 წელს დამზადდა 3 ერთეული. შეიარაღება: 2-4 ცალი 76 მმ ქვემეხი და 12-20 ტყვიამფრქვევი. მომსახურე პერსონალის რაოდენობა: 80-90 მებრძოლი.

არტილერია

1909 წ. მოდ. 76 მმ სამთო ქვემეხი (რუსეთი). რაოდენობა: დაახ. 115 ერთეული. ქართული ჯარის ძირითადი საარტილერიო საშუალება.

1902 წლის მოდ. 76 მმ საველე ქვემეხი (რუსეთი). რაოდენობა: რამდენიმე

1909 წლის მოდ. 122 მმ ჰაუბიცა (რუსეთი). რაოდენობა: რამდენიმე

114 მმ ჰაუბიცა (ბრიტანეთი). რაოდენობა: რამდენიმე

ავტომობილები და მოტოციკლები

1919 წლის 18 აგვისტოს N176 ბრძანებით რეგულარული ჯარის საავტომობილო დაკმაყოფილების ნუსხაში აღნიშნულია: 36 მსუბუქი ავტომობილი, 42 სატვირთო მანქანა, 3 სანიტარული და 8 დამხმარე. ჯამში: 89 მანქანა და 30 მოტოციკლეტი. ამას უნდა დავამატოთ სახალხო გვარდიაში არსებული რამდენიმე ათეული ავტომობილი და მოტოციკლი. ჯამში სავარაუდოდ გამოდის დაახლ. 150-160 ერთეული მოტორიზებული საშუალება. საინტერესოა, რომ მოტოციკლების უმეტესობა “ჰარლი დევიდსონის” იყო.

გამოყენებული მასალა: “საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიის და სახალხო გვარდიის შეიარაღება” (დ. სილაქაძე) თბილისი, 2017 წ.