მთავარი შტაბი

სახალხო გვარდიას მართავდა მთავარი შტაბი, რომელსაც ირჩევდა გვარდიის ყრილობა ერთი წლის ვადით და ამტკიცებდა მთავრობა. მთავარი შტაბი მთავრობის თავმჯდომარის მეშვეობით პირდაპირ ექვემდებარებოდა რესბუბლიკის მთავრობას, ხოლო მთავრობის სხდომაზე გვარდია წარმოდგენილი იყო ერთი სათათბირო ხმით.
მთავარ შტაბს ემორჩილებოდა საოლქო, ხოლო საოლქოს სარაიონო შტაბები. როგორც საოლქო, ასევე სარაიონი შტაბები არჩევითი იყო ერთი წლის ვადით. ამ შტაბებში სხვადასხვა პროფესიის ათასამდე ადამიანი მუშაობდა. გვარდიის მობილიზაციის უფლება მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს – უკიდურეს შემთხვევაში კი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ან გვარდიის მთავარ შტაბს ჰქონდა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სასახლეში იყო განთავსებული.

შტაბის შემადგენლობა:

ნოე ჟორდანია (საპატიო თავმჯდომარე)
ვალიკო ჯუღელი (თავმჯდომარე)
ალექსანდრე დგებუაძე (მოადგილე)
ალექსანდრე მაისურაძე (მოადგილე)
ვლადიმერ ჯიბლაძე (მოადგილე)
ანდრო ჭიაბრიშვილი (მოადგილე)
დავით საღირაშვილი (მოადგილე)
რუბენ აუშტროვი (მდივანი)
გოგიტა ფაღავა (მდივანი)
ალექსანდრე ფარნიევი
ი. ქარცივაძე
ზაქარია გურული
ვ. გოგეშვილი
ე. სირბილაძე
იაკობ ხარაში
თ. შენგელია
მ. ვარდოიანი
ტ. ფარქოსაძე
ლ. რუხაძე
ვ. მუხარინსკი