შეტაკება კომუნისტებთან ლაგოდეხში და ლეიტენანტ გამყრელიძის თავდადება

1919 წლის 23 ოქტომბერს ლაგოდეხში კომუნისტების შეიარაღებული აჯანყების დროს, არმიის მე-8-ე ქვეითი ბატალიონის უფროს ლეიტენანტ გამყრელიძეს და სამ ჯარისკაცს თავს დაესხა შეიარაღებული ბრბო, რომელმაც იარაღის ჩაბარება მოითხოვა სამხედროებისგან. გამყრელიძემ ცეცხლის გახსნა ბრძანა და დაფანტა ბრბო, სროლის დროს ლეიტენანტი დაიჭრა.
სამხედრო მინისტრმა ნ. რამიშვილმა N275 ბრძანებით მადლობა გამოუცხადა ოფიცერს და მის ჯარისკაცებს.

: წყარო :

– საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წ. N272