კრიმინალ ფირან ზანდუკელის ლიკვიდაციის ოპერაცია. 1919 წ.

1918-1919 წლებში თბილისის მაზრის ერთერთი ცნობილი მკვლელი და ყაჩაღი ვინმე ფირან ზანდუკელი იყო. 8 ივნისს ჯვრის მონასტერში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელსაც თბილისის მილიციის უფროსი ბ. სულაქველიძე, სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პ. ფაჩულია და საგანგებო რაზმის მეთაური მ. კედია პირადად მეთაურობდნენ. ორმხრივი სროლის დროს ზანდუკელი დაიღუპა. დააპატიმრეს ბერი, რომელიც ბანდიტებს მფარველობდა. სპეცოპერაციის დეტალები გამოქვეყნდა გაზეთში “საქართველოს რესპუბლიკა”, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

: წყარო :

– “საქართველოს რესპუბლიკა”, 1919 წ. N125