ლადო წილოსანი ( – 18.08.1918)

ლადო წილოსანი 8 წელი მსახურობდა რუსეთის საიმპერიო არმიაში, იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. იყო წმ. გიორგის ორდენის სრული კავალერი. 1918 წლის მარტში დაბრუნდა ფრონტიდან და აქტიურად ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. შეაგროვა მოხალისე მუშები, ჩავიდა ტრაპზონში, საიდანაც გამოდიოდნენ ქართული კორპუსის ნაწილები და ბათუმში წამოიყვანა მიტოვებული გემი სახაზინო ქონებით.
როდესაც თურქები მოუახლოვდნენ აჭარას, მონაწილეობას იღებს ლანჩხუთის მოხალისეთა რაზმის შედგენაში და მათთან ერთად იბრძვის ჩაქვის მიდამოებში, გამოჩენილი მამაცობისთვის წარადგინეს ჯილდოზე.
ბათუმის დაცემის შემდეგ ინიშნება ლანჩხუთის კომისრად.
18 აგვისტოს, ქალაქის ქუჩაში მთვრალები დებოშირობდნენ, ლადომ მათ წესრიგისკენ მოუწოდა. ერთერთმა ესროლა და ადგილზე მოკლა ლადო წილოსანი.

: წყარო :

გაზეთი “ერთობა”, 1918 წ. N205