ძვირფას ამხანაგების ხსოვნას (ი. კ-ძე)

სტატიაში ასახულია სოციალ-ფედერალისტური პარტიის სამხედრო ნაწილის საბძოლო მოქმედებები 1917-1921 წლებში. ბრძოლის უშუალო მონაწილე იხსენებს თანამებრძოლებს და განვლილ გზას.
სტატიაში აღწერილია ბათუმის თავდაცვის რაზმის ბრძოლა თურქ ოკუპანტებთან, სადაც სტატიის ავტორი ტყვედ ჩავარდა, 15 დღიანი ტყვეობის შემდეგ გაიქცა და გურიაში შეუერთდა პარტიულ რაზმს. დანაყოფმა 1918 წლის 23 მაისს მიიღო მონაწილეობა აწყურის უთანასწორო თავდაცვით ბრძოლაში თურქების წინააღმდეგ სადაც რაზმის 14 წევრი დაიღუპა, მაგრამ მტრის წინსვლა შეჩერდა. შემდეგ იყო ბრძოლა კომუნისტი მოღალატეების წინააღმდეგ დუშეთის მზარაში, მძაფრი შეტაკება ფასანაურთან, ხელჩართული ბრძოლა კობში და სრული გამარჯვება დარიალთან. რაზმი სახალხო გვარდიის შემადგენლობაში იბრძვის სომხებთან ომში სოფელ დაგეთხაჩინის მიმართულებაზე. 1919 წლის დასაწყისში პარტიულ მოხალისეთა დამოკიდებელი რაზმები დაიშალა და მეომრების ნაწილი მეშვიდე ლეგიონში (რომელ დანაყოფს გულისხმობს ავტორი გაუგებარია. სავარაუდოდ არმიიის თბილისის მეშვიდე ბატალიონი) ჩაეწერა, რომლის შემადგენლობაში იბრძოდა 1920 წლის განმავლობაში. 1921 წლის თებერვალში აჭარელი ფედერალისტი ვეტერანები მობილიზდნენ და ჩაეწერენ სახალხო გვარდიის ბათუმის ბატალიონის მესამე ასეულში. ასეული მონაწილეობას იღებს დაბა კოჯორის წარმატებულ შტურმში 20 თებერვალს, სადაც რამდენიმე ფედერალისტი მეომარი იღუპება. შემდეგ იყო 1924 წლის აჯანყება და ემიგრაცია …

წყარო: “სახალხო საქმე” (1927 წ. N2)
გასაჯაროება: ეროვნული ბიბლიოთეკა.
სათაური: “ძვირფას ამხანაგების ხსოვნას”
ავტორი: უცნობი ემიგრანტი და მოხალისე მეომარი ი.კ-ძე.
სტილი: მოგონებები
გვერდები: 9 გვ.

გადმოსაწერი ბმული: ძვირფას ამხანაგების ხსოვნას. (5.3 MB)