ჯარების გამიჯვნა ბორჩალოს მაზრაში 1919 წ 7-15 იანვარი.

1918 წლის 31 დეკემბერს დასრულდა საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და საქართველოს შორის. გთავაზობთ საქართველოს და სომხეთის მთავრობის რწმუნებულთა კონფერენციის დადგენილებას, რომელიც პირველი დოკუმენტია საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ და ქვემო ქართლის (ბროჩალოს მაზრა) განაწილებას ასახავს მხარეთა შორის. კონფერენციას თავმჯდომარეობდა მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენელი ბრიტანელი პოლკოვნიკი სტიუარტი.
დოკუმენტი კარგად ასახავს ფაქტს, თუ როგორ უნდა გაანიავო და აქციო დამარცხებად – უაზრო ინტერნაციონალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული უსუსური დიპლომატიით და უცხოელების ზედმეტი მორჩილებით, მეომრების სისხლით მოპოვებული გამარჯვება! ამ მიწების სადაოდ ქცევა და სომხებისთვის გადაცემა ომის გარეშეც შეიძლებოდა.

“რას მივაღწიეთ უეჭველად მოგებული ომით? დავთმეთ ის, რაც ომამდე ჩვენი საკუთრება გახლდათ. ის, რაც ჩვენს განუყოფელ ტერიტორტიად მიგვაჩნდა სადავო გავხადეთ მაშინ, როცა იარაღით ვაიძულეთ მოწინააღმდეგე უარი ეთქვა თავის მოთხოვნაზე. საკუთარი ტერიტორიის დათმობა, ან სადაოდ ქცევა უომრადაც შეიძლებოდა, დიპოლომატიური გზით. რისთვის ავიღეთ იარაღი, რისთვის დავღვარეთ სისხლი? რახან იარაღს მოვკიდეთ ხელი დაღვრილი სისხლი ღირსეულად უნდა დავაფასოთ! ეს ჭეშმარიტებად მიაჩნდა ყველა დროის და ხალხის დიპლომატებს. თითქოს ხალხის წიაღიდან გამოსულ დიპლომატებს ხალხის ინტერესებზე უნდა ეზრუნათ და საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცათ ისეთი ფუფუნების უფლება როგორიცაა შენი ხალხის ფუჭად დაღვრილი სისხლი. რისთვის დავღვარა სისხლი? გეტყვიან, ყველაფერი ვიღონეთ, ვერაფერი შევძელით, ასეტი ვეთარება იყო, ამ პირობებზე უნდა დავთანხმებულიყავითო. საქმეც ისაა, რომ ვერაფერი შეძლეს. მუდამ ასე იქება, როცა დიპლომატიას საფუძვლად დაედება არა ხალხის ინტერესები, არა რეალური ძალა, არა ჯარი, მისი ძალა და წარმატება, არამედ რაღაც ბუნდოვანი, მყიფე მოსაზრებები, რომელიც ვითომ ინტერნაციონალისკენ, ხალხის უფლებების, ადამიანის დაცვისკენ, სოციალიზმის და მარქსის პრინციპების დაცვისკენ მოგვიწოდებს” (გ. კვინიტაძე “ჩემი მოგონებები”)

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა