ლეიტენანტი შალვა გიგინეიშვილი (? – 02.07.1920)

1920 წლის 31 ივლისს ადიგენის რაიონის სოფელ მლაშიდან გოდერძის უღელტეხილისკენ დაიძრნენ არმიის IV ბატალიონის მეწინავე რაზმები, რომლებსაც უნდა დაეკავებინათ საწყისი პოზიცია გოდერძის უღელეტეხილთან. ოპერაცია აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის ფარგლებში დაიგეგმა.
2 ივლისს მეტყვიამფრქვევეების და ქვეითების ოცეულმა, ლეიტენანტ შალვა გიგინეიშვილის მეთაურობით დაიწყო აჭარელი ისლამისტების მიერ დაკავებულ სიმაღლეზე იერიში. შეტაკება სამ საათს გაგრძელდება, მოწინააღმდეგე გაიქცა და ოცეულმა დაიკავა სიმაღლე. ერთი საათის შემდეგ მტერმა დიდი ძალებით შემოუტია რაზმს და ალყაში მოაქცია. ლეიტენანტი გიგინეიშვილი კარგად მართავდა დანაყოფს, პირადი სიმამაცით ამხნევებდა და გმირულად დაიღუპა ბრძოლაში. რაზმმი იბრძოდა ვაზნების გამოლევამდე და სრული შემადგენლობით ჩავარდა ტყვედ. 6 ივლისს ქართულმა დანაყოფებმა უბრძოლველად დაიკავეს აჭარის მთიანეთი.

წყარო: “ერთობა” 1920, N190. ეროვნული ბიბლიოთეკა