ჩვენ შესახებ

მაზნიაშვილის ლეგიონი არის დამოუკიდებელი, სამოხალისეო  ორგანიზაცია. ჩვენ ვამზადებთ მოქალაქეებს სხვადასხვა კრიზისული სიტუაციისთვის და ამ მიზნით საქართველოს მასშტაბით უფასოდ ვატარებთ დაწყებით სამხედრო-სალაშქრო მომზადების, თემატურ და სამეთაურო კურსებს როგორც ზრდასრულების, ასევე მოზარდებისთვის. 2015 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან

გაიგე მეტი

კურსები

თუ გსურს გახდე ლეგიონერი, გაეცანი ჩვენი საბაზისო კურსების პირობებს! დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსი გრძელდება 2-2.5 თვე და მოიცავს 8-10 საველე სწავლებას და 15-25 ლექციას. ლეგიონერს შეუძლია გაიაროს მეთაურის კურსი და დაიკავოს ლეგიონის ათმეთაურის, ოცმეთაურის და ასმეთაურის თანამდებობა

გაიგე მეტი

დაეხმარე ლეგიონს

გაერთიანებული ძალით შევძლებთ ლეგიონის ეროვნული მიზნების ასრულებას! ყველა ჩვენი აქტივობა უფასოა, ამიტომ პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეების დახმარება უკიდურესად მნიშვნელოვანია უდიდესი პასუხისმგებლობის და ლეგიონის აქტიური განვითარების ფონზე:
TBC ბანკი: GE92TB7036636080100003
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000533902429

გაიგე მეტი

სექციები

საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ, ლეგიონერებს შეუძლიათ გაღრმავებულად შეისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები სხვადასხვა თემატურ სექციებში: სამედიცინო, დრონები, კავშირგაბმულობა, საინჟინრო, ტოპოგრაფია, სამთო, სალაშქრო და ა.შ. მოქმედია ორი სპორტული კლუბი

გაიგე მეტი

რეგიონები

ჩვენი ძირითადი ამოცანაა საქართველოს ყველა ქალაქის და მუნიციპალიტეტის დაფარვა ლეგიონის რაზმებით. ამ ეტაპზე მოქმედია 11 ორგანიზაცია

გაიგე მეტი